საქარე მინა-საქარე მინები

ჩვენ შესახებ

   www.saqaremina.ge შეიქმნა 2019 წელს კომპანია “Gasgo Motors”-ის ბაზაზე.

   შექმნის დღიდან ვზრუნავთ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე უმაღლესი ხარისხისა და სამართლიანი ფასწარმოქმნის გზით.

   www.saqaremina.ge კონკრეტული საქარე მინის არარსებობის შემთხვევაში, შეკვეთის დაფიქსირების გზით, უზრუნველყოფს საზღვარგარეთიდან მის იმპორტს ხელმისაწვდომ ფასში, ხარისხის უმაღლესი გარანტიით. ეს კი ხელს უწყობს ნებისმიერი მარკის ავტომობილის მძღოლის დაკმაყოფილებას საქარე მინით.

სტრატეგია

ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა საქარე მინის და მინის ჩასმასთან დაკავშირებული ხარისხის უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მოვახდინოთ ზეგავლენა მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე.

მისია

ჩვენი მისიაა საქარე მინის ხელმისაწვდომობის ზრდა საქართველოს მასშტაბით

მიზნები

ჩვენი მიზანია:

  1. ხელმისაწვდომი გავხადოთ საქარე მინა ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის
  2. ბაზარზე დავამკვიდროთ ხარისხის უმაღლესი სტანდარტები
  3. საქარე მინის და ტექნიკური მომსახურების ხარისხის ზრდით, ხელი შევუწყოთ მგზავრების გადაადგილების უსაფრთხოებას
  4. წარმოვადგენდეთ სამართლიანი ფასის გარანტს საქარე მინების დარგში

პროდუქტი/მომსახურება

საქარე მინა
მიკროავტობუსის ნაწილები
ტექნიკური მომსახურება
საქარე მინა

საქარე მინა ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის.

სხვა სახის ნაწილების სრული ასორტიმენტი გვაქვს მხოლოდ მიკროავტობუსებისთვის.

მიკროავტობუსის ნაწილები

“Gasgo Motors” წარმოადგენს სპრინტერის და ტრანზიტის ნაწილების მთავარ იმპორტიორს საქართველოში. ჩვენი ფართომასშტაბიანი ბაზის დახმარებით გთავაზობთ როგორც ახალ, ასევე მეორად ნაწილებს.

ეწვიეთ საიტს

ტექნიკური მომსახურება

ჩვენთან მიმდინარეობს საქარე მინის გამოცვლა ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის უმაღლეს დონეზე.

სხვა სახის სრული ტექნიკური მომსახურება მიმდინარეობს მხოლოდ მიკროავტობუსებისთვის.

ეწვიეთ საიტს

შეკვეთის დაფიქსირების გზები